პროექტის რეფლექსია

პროექტის რეფლქსია:
           სასწავლო პროექტიკონკრეტული პრობლემის  გადაჭრის ან ინიციატივის განხორციელებისკენ  მიმართული  მრავალფეროვანი სამუშაოა, რომლის დროსაც ვითარდება კვლევითი, შემოქმედებითი, თანამშრომლობისა და საკომუნიკაციო უნარები. პროექტით სწავლება  აქტიური და მიზანმიმართული  სწავლის  საშუალებას იძლევა.
         ჩვენი პროექტი :,, თამბაქოს  მავნე ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე. “  ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა  2017 წლის მაისში. ვინაიდან ჩვენი სკოლა მცირეკონტიგენტიანია ასაკი იყო შეუზღუდავი.
      საპროექტო თემა სცილდება სასწავლო პროგრამას, მაგრამ მისი არჩევა განპირობებული იყო იმით, რომ დღითიდღე იზრდება მსოფლიოში მწეველი ადამიანების რიცხვი,  საქართველოშიც ყოველი მესამე ადამიანი უკვე მწეველია,რომლებიც არა მარტო თავის ჯანმრთელობას, გარშემომყოფთა  სიცოცხლესაც საფრთხეს უქმნიან. ამ მხრივ განსაკუთრებით საგანგაშო მდგომარეობაა მოზარდებში.
განხორციელებული ღონისძიებები:
   სამუშაოს დაწყებისას შევთანხმდით პროექტის მიზანზე ,აქტივობებზე,სავარაუდო შედეგებზე, შეფასების კრიტერიუმებზე.
მოსწავლეებს შორის მოხდა სამუშაოს გადანაწილება.
2017 16 მაისს  დაწყებითი და საბაზო სკოლის მოსწავლეები,რომლებიც პროექტში აქტიურად არიან ჩართულები ვეწვიეთ  ადგილობრივ სამედიცინო პუნქტს.,სადაც ექიმმა მაია ნებიერიძემ ჩაუტარა მოსწავლეებს  საუბარი თამბაქოს მავნებლობის შესახებ.მოსწავლეებმა დაუსვეს მას კითხვები  თამბაქოს შესახებ,რაზეც მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია.
           31 მაისს აღვნიშნეთ დღე ,,მსოფლიო თამბაქოს გარეშე“.    მოსწავლეებმა  წარმოადგინეს თავიანთი მოძიებული ინფორმაცია თამბაქოს მავნებლობის შესახებ და გააკეთეს კომპიუტერული პრეზენტაციები.ისაუბრეს იმ  ადამიანებზე, რომლებიც თამბაქოს მოწევას შეეწირნენ. აჩვენეს თავიანთი შექმნილი ვიდეო–კლიპი, სადაც  გააკეთეს მიმართვა თანატოლებისადმი  თამბაქოს წინააღმდეგ.
დასასრულს დაურიგეს მაყურებლებს თავიანთი გაკეთებული ბუკლეტები.
გამოვუშვით კედლის გაზეთი.
შევქმენით  თამბაქოს საწინააღმდეგო ბუკლეტი.
შევიმუშავეთ კითხვარი და ჩატარდა მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში სტატისტიკური კვლევა.
გამოიკითხა 50 ადამიანი
    გამოკითხვის  გაანალიზების შემდეგ  გამოირკვა ,რომ  მოსახლეობის დიდი ნაწილი მწეველია,ზოგიერთი მათგანი აცნობიერებს  თამბაქოს უარყოფით ზემოქმედებას ,მაგრამ მაინც ვერ ანებებს თავს. საბედნიეროდ ცვენი სკოლის მოსწავლეები არ არიან თამბაქოს მომხმარებლები,თუმცა მათ ყავთ მეგობრები ,რომლებიც ეწევიან სიგარეტს და რამდენიმე მათგანმა სურვილი გამოთქვა მათი საუბრების შემდეგ,სერიოზულად დაფიქრებულიყვნენ ამ მავნე ჩვევის შესახებ .
       პროექტზე  მუშაობა  მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის და ჩემი  მოსწავლეებისთვის
. ყველა აქტივობა გამომდინარეობდა  მიზნიდან. მოსწავლეებს  განუვითარდათ დამოუკიდებლად აზროვნებისა და ანალიზის უნარი.ინფორმაციის მოძიების და დახარისხების პერიოდში ეხმარებოდნენ ერთმანეთს,ანგარიშს უწევდნენ ერთმანეთის აზრს.
ძალიან მოსწონდათ  არაფორმარულ გარემოში განხორციელებული აქტივობები.
განუვითარდათ გუნდური მუშაობის უნარჩვევები.
 ისტ-ის ტექნოლოგიების გამოყენებით მათმა შექმნეს აუდიო- ფოტო პროდუქტები.
შეძლეს სტატიების მომზადება,გამოკითხვის ჩატარება,ინტერვიუს აღება.
პროექტზე მუშაობამ კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ მოსწავლეებში განსხვავებული აქტივობის დაგეგმვა და განხორციელება სწავლების პროცესის აუცილებელი პირობაა.. ისინი ხალისით ასრულებენ დავალებას.ისტ-ის გამოყენება  კი კიდევ უფრო ამაღლებს მოტივაციას და მრავალფეროვან სასწავლო მასალის  შექმნას და გამოყენებას უწყობს ხელს.
          ამ პროექტით გვინდოდა მოსწავლეებისთვის და მოსახლეობისთვის მიგვეწოდებინა ამომწურავი ინფორმაცია თამბაქოს მავნებლობის  შესახებ.ის რომ დღითიდღე იზრდება თამბაქოთი დაღუპული ადამიანების რიცხვი და ერთობლივი ძალისხმევით სევძლებთ შევაჩეროთ თამბაქოს ეპიდემია.,რაც წაადგება ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობას.
    ჩემი  მიზანი   იყო მოსწავლეებს და მოსახლეობას გაეთვითცნობიერებიათ  თუ რა საფრთხეს უქმნის მწეველი ადამიანი არა მარტო თავის,არამედ გარშემომყოფთა ჯანმრთელობასც.ჩვენი პროექტის ზემოქმედებით, თუნდაც ერთი ადამიანი თუ შეწყვეტს ამ მავნე ჩვევას,ჩავთვლი რომ ტყუილად არ გვიშრომია.
      პროექტზე მუშაობის განმავლობაში არ შეგვქმნია განსაკუთრებული დაბრკოლება,ვისარგებლეთ სკოლის ფოტოაპარატით და ვიდეოკამერით.

     მოსწავლეებმა  შეავსეს  თვითშეფასების კითხვარი. შეაფასეს თავიანთი მუშაობა პროექტის მიმდინარეობის განმავლობაში. აგრეთვე თავიანთი შთაბეჭდილებებიც გაუზიარეს ერთმანეთს.




პროექტის დასასრულს შევაჯამეთ ჩვენი მუშაობა.შევავსეთ  შეფასების რუბრიკა


პროექტის აქტივობები შესაბამისობაში მოდიოდა მიზანთან
კარგი
საშუალო
ცუდი
გათვალისწინებული დრო შესაბამისობაში მოდიოდა პროექტის მოთხოვნებთან.
კარგი
საშუალო
ცუდი
ბავშვები აქტიურად იყვნენ ჩართულნი პროექტის მსვლელობაში
კარგი
საშუალო
ცუდი
ფუნქციები სწორად იყო გადანაწილებული
კარგი
საშუალო
ცუდი
საორგანიზაციო მხარე მოგვარდა განსაზღვრულ ვადებში და პრობლემა არ შეუქმნია პროექტის განხორციელების პროცესში
კარგი
საშუალო
ცუდი
მოსწავლეებმა განსაზღვრულ დროში  მოიძიეს  პოლიეთილენის ბოთლები
კარგი
საშუალო
ცუდი

No comments:

Post a Comment