პროექტი : თამბაქოს მავნე
ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე.
1.პროექტის მთავარი იდეა : მოსწავლეებმა გააცნობიერონ რა მავნებლობა მოაქვს თამბაქოს ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
2.პროექტის აქტუალობა: დღითიდღე
იზრდება მსოფლიოში
მწეველი ადამიანების რიცხვი, ყოველი მესამე
ადამიანი უკვე მწეველია,რომლებიც არა მარტო თავის ჯანმრთელობას, გარშემომყოფთა სიცოცხლესაც საფრთხეს უქმნიან. ამ მხრივ
განსაკუთრებით საგანგაშო მდგომარეობაა მოზარდებში. დღეს მსოფლიო მაშტაბით კეთდება
აქცენტები,თამბაქოს მავნე ზეგავლენასა და მისგან გამოწვეულ რისკებზე.პროპაგანდა
ეწევა იმ რეკომენდაციებს, რომელიც უნდა გატარდეს თამბაქოს მოხმარების წინააღმდეგ.
3.პროექტის მიზნები:. მოსწავლეებმა გააცნობიერონ თამბაქოს მავნებლობა,მისი უარყოფითი
გავლენა მათ ჯანმრთელობაზე, შევეცადოთ პიროვნება მივიყვანოთ,იმ დასკვნამდე, უარი თქვან ამ მავნე
ჩვევაზე ,და უფრო მეტიც აქტიურად ჩაერთოს მის წინააღმდეგ ბრძოლაში.
მოახდინონ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.
მოახდინონ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.
4.პროექტში მონაწილეების ასაკი,/კლასი; ვინაიდან ჩვენი სკოლა მცირეკონტიგენტია მასში მონაწილეობენ მეექვსე–მერვე,მეცხრე კლასის მოსწავლეები. 12-15წელი.
5.ვადები|ხანგრძლივობა: 1 თვე. –მაისი
პროექტის ამოცანები:
გამოიკითხონ მოსახლეობაში რამდენია მწეველი
ადამიანი,აიღონ მათგან ინტერვიუ.
მოამზადონ ბუკლეტები, თამბაქოს მავნებლობის შესახებ
და დაარიგონ მოსახლეობაში.
შექმნან პლაკატები თამბაქოს წინააღმდეგ.
გადაიღონ ვიდეოკლიპი ,სადაც თამბაქოს საწინააღმდეგო
მოწოდებებით მიმართავენ თანატოლებს და ატვირთონ .youtube.com
სტუმრად ეწვიონ სამედიცინო პუნქტს ,სადაც უბნის
ექიმი ესაუბრება თამბაქოს მავნებლობის შესახებ.
31 მაისს ,,მსოფლიო თამბაქოს გარეშე“ ღონისძიების
მოწყობა, სადაც გააკეთებენ პრეზენტაციას თავიანთი ნამუშევრებისას.
6. პროექტის
მოსალოდნელი შედეგები:
პროექტი დაეხმარება ჩემს მოსწავლეებს და მოსახლეობას მიიღონ მეტი ინფორმაცია თამბაქოს მავნებლობის
შესახებ.გააცნობიერებენ რა უარყოფით გავლენას ახდენს
ადამიანის ჯანმრთელობაზე.
7.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
ფოტოაპარატი, ფერადი ფურცლებო,მარკერები,ფლომასტერები,
გუაში,ვიდეოკამერა, თაბახის ფურცლები. კომპიუტერი.
საქმიანობები:
სამიზნე ჯგუფის შეკრება,
სამიზნე ჯგუფისთვის პროექტის მიზნების გაცნობა,
ბუკლეტის
დამზადება,
კედლის გაზეთის გამოშვება,
ვიდეოკლიპის შექმნა
ღონისძიების მოწყობა,
უბნის ექიმთან ვიზიტი,
9. საგნებთან| საგნობრივ ჯგუფებთან| ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ბუნ.VI.8.მოსწავლეს
შეუძლია ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა და ადამიანის
ჯანმრთელობაზე მოქმედი მავნე ფაქტორების ამოცნობა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
მოიძიებს
ინფორმაციას ადამიანის მავნე ჩვევების
შესახებ და
ამზადებს მათ საწინააღმდეგო სააგიტაციო მასალას (მაგ., პლაკატი, აუდიო/ვიდეო მასალა).
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
გეგმავს და მონაწილეობს სასკოლო
პროექტებში (მაგ., ”თამბაქოს მოხმარება თანატოლებში,
რისკები და მისი აცილების გზები”) ჯანსაღი
ცხოვრების წესის დასამკვიდრებლად;
.10.პროექტის ხელმძღვანელი: თამარ ძიძიგური
11.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:tamaridzidziguri@gmail.com
12,პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:tamaridzidziguri10.blogspot.com
No comments:
Post a Comment